ილია II: ყველა ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი

ილია II: ყველა ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი

"დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი.“ ადამიანის გონება ვერსადროს ვერ მისწვდება ღვთის განგებას, ღვთის წყალობას, ღვთის სიყვარულს. ადამიანმა უნდა იგრძნოს მისი დიდება, მისი წყალობა, მისი მოწყალება. ადამიანმა უნდა დაინახოს კვალი უფლისა დედამიწაზე“, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმს ილია მეორემ, ყოვლადწმიდა სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

"დღევანდელი სახარება მოგვითხრობს ჩვენ იმის შესახებ, რომ უფალს შეხვდა ორი ეშმაკეული ადამიანი და მიმართეს მას: რატომ მოხვედი ჩვენდა სატანჯველად დროზე ადრე? ე.ი გამოდის რომ ადრე შეხვდა მაცხოვარი და იქ ძოვდა ღორების კოლტი, რომელიც ეკუთვნოდა ადგილობრივ მოსახლეობას. მე მაგონდება კომუნისტური რეჟიმის დრო და ისინი ამბობდნენ, რომ როგორ შეიძლებოდა ებრაელებს ჰყოლოდათ ღორების კოლტი, ღორები, როცა ებრაელი არ სჭამს ღორის ხორცს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ებრაელები ვაჭრობდნენ რომაელებთან და მათ ჰქონდათ დიდი შემოსავალი ღორის ხორცის ვაჭრობით. ამიტომ ეს ჩველებრივი მოვლენა იყო და მაცხოვარმა უბრძანა ღორების კოლტს რომ შესულიყვნენ ეშმაკები, გამოსულიყვნენ იმ ორი ადამიანისგან და შესულიყვნენ ღორებში, ასეც მოხდა და ისინი ჩაიხრჩვნენ წყალში.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ადამიანი საშიშროების წინაშე დგას, რომ ის არ გახდეს ბოროტი სულის მატარებელი, ამიტომ ყოველდღე უნდა ლოცვები ვიკითხოთ და ნაკურთხი წყალი უნდა ვასხუროთ ჩვენს ოთახებს, უნდა დავაკმიოთ საკმელი და ამით დავიცავთ ჩვენ ჩვენს თავს.

ღმერთმა დაგლოცოთ და დაგიცვათ ხილული და უხილავი მტრებისაგან“, - ბრძანა პატრიარქმა.

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

დედაქალაქის სასაფლაოების, შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა

16 საათის წინ

როგორც „აიპრესს“ თბილისის მერიაში განიცხადეს, შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგანიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ჯერჯერობით, რაიმე დამატებითი დეტალის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თბილისის...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126