საქართველოს ფებურთის ფედერაციას უეფასგან სერიოზული სანქციები ელის

საქართველოს ფებურთის ფედერაციას უეფასგან სერიოზული სანქციები ელის

ჩეხები გოლს აღნიშნავდნენ, როდესაც შეხვედრის მთავარ არბიტრს ტრიბუნიდან ბლაგვი საგანი მოარტყეს თავში. ამის გამო მან თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო უსაფრთხოების მიზნით, მინდორი ჩეხ ფეხბურთელებსაც დაატოვებინეს. მომხდარის გამო, საქართველოს უეფასგან სერიოზული საქნციები ელის.

უეფას ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, საქართველოს ნაკრებმა ჩეხ თანატოლებთან 2:0 დათმო და ჯგუფში ჩარჩა. გიორგი ყიფიანის გუნდმა პირველი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს გაუშვა.

ბურთი ჩოჩიშვილის კარში ჩეხთა კაპიტანმა, შაშინკამ გაიტანა. მან თავი კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს დაუხვედრა. მეორე ნახევარი, პირველისგან განსხვავებით, უფრო დაძაბული გამოდგა. მიუხედავად სათამაშო უპირატესობისა, ყიფიანის გუნდმა მეორე ბურთიც პირველის მსგავსად, კუთხურიდან გაუშვა.

ჩეხები გოლს აღნიშნავდნენ, როდესაც შეხვედრის მთავარ არბიტრს ტრიბუნიდან ბლაგვი საგანი მოარტყეს თავში. ამის გამო მან თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო უსაფრთხოების მიზნით, მინდორი ჩეხ ფეხბურთელებსაც დაატოვებინეს. დაახლოებით, ათი წუთის განმავლობაში თამაში შეწყვეტილო იყო, თუმცა მთავარმა არბიტრმა მისი გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. განახლებიდან მალევე, შეცვლაზე შემოსულმა არველაძემ ეფექტურად გაიტანა, თუმცა გვერდითა მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. ქართველები დაწოლას აგრძელებდნენ, თუმცა სასურველ მიზანს ვერ უწიეს. ა ქვეჯგუფიდან ნახევაეფინალში თამაშის უფლება პორტუგალიამ და ჩეხეთმა მოიპოვეს. დანარჩენი ორის ვინაობა კი ცნობილი ხვალ გახდება.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

18 წუთის წინ

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან- მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054