შატბერაშვილი: პატრიარქი ცოცხალი იყო და მის შემცვლელზე დაიწყეს მსჯელობა, რაც ბინძური პროვოკაციაა

შატბერაშვილი: პატრიარქი ცოცხალი იყო და მის შემცვლელზე დაიწყეს მსჯელობა, რაც ბინძური პროვოკაციაა

"ციანიდის საქმე სკანდალური ნამდვილად არ არის. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის პროცესი მრავალი ათეული წელიწადია მიმდინარეობს, ამას რად უნდა სკანდალი,"-განაცხადა "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში.

შატბერაშვილი მიიჩნევს, რომ "ციანიდის საქმე" უტრირებულია და რეალურად არავინ არავის მოწამვლას არ აპირებდა.

"ჯერ არც კია დამტკიცებული, მართლა ცდილობდა თუ არა ვინმე ვინმეს მოკვლას. როდესაც პატრიარქი წაიყვანეს გერმანიაში საოპერაციოდ, ჯერ ოპერაციაც კი არ იყო დასრულებული, დაიწყეს ბინძური პროვოკაცია, რომ უკვე დაიწყო პატრიარქის ტახტის მემკვიდრეების დასახელება. ეს ხომ არის უბინძურესი პროვოკაცია ეკლესიის წინააღმდეგ?! ცოცხალი ადამიანი საოპერაციოდ გადის და უკვე მასმედიაში, ეკლესიასა და საზოგადოებაში,ასევე კულუარებშიც სახელდება თუ ვინ უნდა დაიკავოს პატრიარქის ტახტი და მეორე პატრიარქს ოპერაციის დროს ეუბნებიან, რომ შენს მოწამვლას აპირებდნენო. ეს ხომ არის კიდევ ერთი პროვოკაცია. შეიძლება მომხდარიყო ისე, რომ პატრიარქი ოპერაციამდე ცუდად გამხდარიყო და აღარ დაჭირვებოდა ოპერაცია. ღმერთმა დაგვიფარა, რომ ასე არ მოხდა.

ახლა გარდაიცვალა სბიგნევ ზერჟინსკი, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ ის არის მართლმადიდებლური ეკლესიის მტერი და მას ყავდა უამრავი მომხრე და სწორედ მისი მომხრეების ორგანიზებულია ეს ე.წ ციანდის საქმე. მე დარწმუნებული ვარ, არავინ არავის მოწამვლას აპირებდა, ხან ციანიდს ასახელებენ, ხან გველის შხამს. ღობე ყორეს ედებიან და ყველაფერი ეს მიმართულია ქართული ეკლესიის წინააღმდეგ,"-განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

1 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126