უგულავა: მთავარია განსხვავება ცოტა იყოს, რომ მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს ვაჯობოთ

უგულავა: მთავარია განსხვავება ცოტა იყოს, რომ მეორე ტურში სახელისუფლებო კანდიდატს ვაჯობოთ

ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ "ტვ პირველის" გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

"ზაალ უდუმაშვილი როგორც კანდიდატი საერთოდ არ არის პრობლემა, თუნდაც მეორე ტურში რომ გავიდეს. ჩემთვის მთავარია ძლიერი ოპოზიცია იყოს და დიდი განსხვავება არ იყოს პირველ და მეორე ადგილს შორის, რომ მეორე ადგილზე გასული ვინც იქნება და დარწმუნებული ვარ რომ ეს ელენე ხოშტარია იქნება. იმედი მაქვს, რომ ჩემს წინ მყოფი პარტიები ელენე ხოშტარიას დაუჭერენ მხარს, თუ ელენე გავა მეორე ადგილზე, ისევე როგორც ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ სხვას, არა რუსების კანდიდატს დავუჭიროთ მხარი, მაგრამ მთავარია, რომ განსხვავება ცოტა იყოს იმისთვის, რომ მეორე ტურში ვაჯობოთ სახელისუფლებო კანდიდატს. 

თავი არ უნდა მოვიტყუოთ, კალაძე მეორე ტურში გავა. მას აქვს ბევრი ფული, ადმინისტრაციული რესურსი, არავინ არ მოიტყუოს თავი, 90-იან წლებში რა მეთოდებიც არსებობდა ეს ყველაფერი ძალაშია. კალაძე იქნება ინტერესთა ჯგუფების კლასიკური მერი", - განაცხადა გიგი უგულავამ.

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

პრემიერი: საქართველოს ახალი მთავრობა სრულად ერთგულია ნატო-ში გაწევრიანების მიმართ

3 წუთის წინ

მისი თქმით, საქართველო, როგორც ალიანსის მომავალი წევრი, გააგრძელებს მონაწილეობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების შექმნაში.  "ბრიუსელში პრემიერ-მინისტრის რანგში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტისას, მე გავმართე ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126