გიგი უგულავა: დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ეს კონსტიტუცია თავზე უნდა დაგვახიოს

გიგი უგულავა: დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ეს კონსტიტუცია თავზე უნდა დაგვახიოს

"დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ეს კონსტიტუცია თავზე უნდა დაგვახიოს“,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ვაკის მეორე ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელმა მთავრობამ არ გაამართლა და მავნებლობაზე გადავიდა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. მთავრობამ, რომელიც დღეს ქალაქსა და ქვეყანას მართავს, არ გაამართლა, მავნებლობაზე გადავიდა. ჩვენ კარგად ვხედავთ, რა ხდება დღეს. არ გვინდა ვიყოთ მხოლოდ ტერიტორია, გვინდა ვიყოთ სახელმწიფო, რისთვისაც საჭიროა დოკუმენტი, შეიძლება მოსახლეობის 90%-ს წაკითხული არ ჰქონდეს კონსტიტუცია. დღეს მთავრობა გვეუბნება, რომ ეს კონსტიტუცია თავზე უნდა დაგვახიოს“,-განაცხადა გიგი უგულავამ.

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

14 სამინისტრო 11-მდე შემცირდება, ცვლილები 6 სამინისტროს შეეხება

1 საათის წინ

ეს პროცედურა მას შემდეგ განხორციელდება, რაც პარლამენტი ფორმალურად მთავრობის შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.  კერძოდ, მას შემდეგ რაც, დღეს არსებულ სამთავრობო სტრუქტურით, კაბინეტის წევრთა ფორმალურ შემადგენლობას პარლამენტი ნდობას...

USD 2.4602
EUR 2.8521
GBP 3.2684
TRY 0.5186