ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების შემდეგ, სამხრეთ კორეა უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

ფხენიანის მიერ რაკეტის გაშვების შემდეგ, სამხრეთ კორეა უშიშროების საბჭოს სხდომას გამართავს

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჩჟე ინმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია მას შემდეგ, რაც ფხენიანმა მორიგი ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ინფორმაციას სააგენტო Yonhap ავრცელებს.

შეხვედრა ადგილობრივი დროით 11.30 საათზე დაიწყება. მოსალოდნელია, შეხვედრაზე სამხრეთ კორეა ფხენიანისგან მომდინარე პროვოკაციულ ქმედებებზე იმსჯელებს.

მანამდე, იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა იოსიჰიდე სუგამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ გაშვებული რაკეტა იაპონიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩამოვარდა.

3 ივლისს, ჩრდილოეთ კორეამ მორიგი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. რაკეტის გაშვების შესახებ ბრძანება პირადად ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა გასცა. რაკეტა 933 კილომეტრში გაფრინდა და მაქსიმალურ სიმაღლეს 2802 კმ მიაღწია.

1 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში სამხრეთ კორეელ კოლეგა, მუნ ჩჟე ინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ დიპლომატიურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ზომებს განავითარებს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამა „გადამწყვეტ პასუხს“ მოითხოვს და ვაშინგტონს მოთმინება ამოეწურა.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151