ხულოს ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "არგინეთი"  ბულგარეთში კონცერტი გამართა

ხულოს ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "არგინეთი" ბულგარეთში კონცერტი გამართა

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“ 17 ივლისს ბულგარეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. 

ანსამბლმა ქალაქ გორნა ორიაჰოვიცაში დაგეგმილ მე-13 საერთაშორისო ფესტივალში „რაჰოვჩე“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც 25 ივნისს დასრულდა.

ფესტივალ "რახოვჩეს" ფარგლებში ანსამბლი, განახლებული რეპერტუარით რამდენჯერმე წარსდგა მაყურებლის წინაშე; კონცერტები გაიმართა მეზობელ ქალაქებშიც; გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან, სადაც მოხდა საჩუქრების გადაცემა; მოეწყო ექსკურსიები და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები. 24 ივნისს კი ფესტივალის დახურვის გრანდიოზული ცერემონია გაიმართა, რომელიც ფოიერვერკით დასრულდა.

25 ივნისს "არგინეთმა" აგრევე, მონაწილეობა მიიღო ქალაქ პაზარჯიკში გამართულ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის გალა კონცერტში, რომელშიც ბულგარეთის, პოლონეთის, ესპანეთის, მაკედონიის და განის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ორივე ფესტივალზე ანსამბლმა მაყურებელთა განსაკურებული მოწონება დაიმსახურა და სპეციალური დიპლომებით და პრიზებით დაჯილდოვდა.

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

ქუთაისში სავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტი გადახტა და ადგილზე გარდაიცვალა

2 საათის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც მარტვილიდან იყო, ადგილზე გარდაიცვალა. საავადმყოფოში ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237