ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა დავით ნაროუშვილს ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერ ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტს სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს. წარმატებულ სპორტსმენებს შორის ერთ-ერთი დავით ნაროუშვილია, რომელმაც 22-25 ივნისს თბილისში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერ ორჭიდში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.

ძალისმიერ ორჭიდში და ძალისმიერ სამჭიდში დავით ნაროუშვილმა 125 კგ წონით კატეგორიაში წოლჭიმში 180 კგ და ამოწევაში 250 კგ. საერთო ჯამში 430 კგ შედეგით მეორედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს მიღწეულ წარმატებას დავით ნაროუშვილს და მომავალ შეჯიბრებებში წარმატებებს უსურვებს“ - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გულშემატკივარი ბრაზილიის მოლოდინში და ნიგერიის იმედად დარჩენილი არგენტინა

გულშემატკივარი ბრაზილიის მოლოდინში და ნიგერიის იმედად დარჩენილი არგენტინა

2 საათის წინ

ბრაზილიამ პირველ ტურში შვეიცარიასთან არც თუ დამაჯერებლად ითამაშა და საბოლოოდ ფრეს დასჯერდა 1:1. ამის მიუხედავად ეს შედეგი სენსაციად არ უნდა იყოს აღქმული, ვინაიდან შვეიცარია საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალაა, თუმცა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონისგან...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207