ილია II მრევლს: გააძლიერეთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა

ილია II მრევლს: გააძლიერეთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ ქართველ ერს წმინდა იოანე თორნიკეს ხსენების დღე მიულოცა. ილია მეორემ მრევლს თხოვნით მიმართა, გააძლიეროს ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა.

"მართლაც საოცარია განგება ღვთისა, აღამაღლებს რჩეულს ერისა თვისსა. ერი უნდა იყოს ღვთისა, რომ მისგან აღამაღლოს უფალმა რჩეული ერისა თვისსა, ერი უნდა იყოს ღვთისა, ერი უნდა იყოს კეთილისმყოფელი, ერი უნდა იყოს მორწმუნე, რომ აღამაღლოს უფალმა ერის რჩეული. ასეთი რჩეული იყო იოანე მხედართმთავარი საქართველოს ჯარისა და ამ მხედართმთავარმა გადაწყვიტა, წასულიყო ათონის მთაზე და მიეღო ბერობა.
 
წმინდა იოანე განსაკუთრებულია, მან უხელმძღვანელა ჯარს, რომელიც ებრძოდა ბარდას ხნიაროსსა, რომელიც იყო ბიძა კონსტანტინეპოლის მეფისა, მას უნდოდა, ხელისუფლება ხელში ჩაეგდო კონსტანტინეპოლის სამეფო ტახტი. ბერებმა გამოიყვანეს თორნიკე ერისთავი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და წაიყვანა ჯარი და ფაქტობრივად გადაარჩინა ბიზანტიის იმპერია.
 
დღეს ჩვენ ვდღესასწაულობთ მის დღეს და მისი ლოცვით, მისი ვედრებით, ღმერთმა დალოცოს და გაათავისუფლოს ხილული და უხილავი მტრებისგან საქართველო და საქართველოს ეკლესია. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და მხსნელი.
 
კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ გააძლიეროთ ლოცვა, რათა ბოროტმა ძალამ ვერ შეძლოს საქართველოს დაპყრობა", - ბრძანა პატრიარქმა.
სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

სექსუალური შევიწროვება მიმტანის მიმართ და საპასუხოდ მიღებული "მწარე" ხურდა (ვიდეო)

5 წუთის წინ

ემელიამ, როგორც თავად შემდეგ მოყვა, გაიფიქრა რომ ეს ვინმე მისი ახლობელი იყო, მაგრამ მისკენ თავის მიტრიალებისთანავე დარწმუნდა, რომ "ძალიან ინტიმური შეხება" უცნობი პირის მიერ მოხდა, სწვდა მას მაისურის საყელოში, მოქაჩა თავისკენ, მოატრიალა...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080