ერდოღანი: ყატარის მისამართით არაბული ქვეყნების მოთხოვნები უპატივცემულობაა

ერდოღანი: ყატარის მისამართით არაბული ქვეყნების მოთხოვნები უპატივცემულობაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, არაბული ქვეყნების მოთხოვნებს ყატარის მისამართით, ყატარის ტერიტორიაზე არსებული თურქული სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ, უპატივცემულობა უწოდა. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღანი, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მიზნით, დოჰას მისამართით არაბული ქვეყნების მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე, ყატარის პასუხს უჭერს მხარს.

აქამდე ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურეს ოთხი ქვეყნის მოთხოვნები, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტისა და ყატარის ტერიტორიაზე არსებული თურქული სამხედრო ბაზის დახურვის შესახებ, არარეალურია.

თურქეთის პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ წაყენებული მოთხოვნები არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

ყატარმა, არაბული ქვეყნებისგან მოთხოვნები 22 ივნისს მიიღო. ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი უკვე შესწავლილია. უწყების თქმით, არაბული ქვეყნების გზავნილს ყატარი სათანადოდ გასცემს პასუხს.

ყატარის მისამართით ოთხი არაბული ქვეყნის მოთხოვნები, სხვა პირობებთან ერთად, ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ქვეყნიდან ირანის არმიის ელიტური სპეცდანიშნულების ყველა წევრის გაძევებასა და ყატარის ტერიტორიაზე არსებული თურქული სამხედრო ბაზის დახურვას მოიცავს. 

მოთხოვნების შესრულებისათვის ქვეყნებმა ყატარს 10 დღე მისცეს.

ცნობისთვის, ათმა სახელმწიფომ (იემენი, ლიბია, ბაჰრეინი, ეგვიპტე, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, მავრიტანია, მავრიკი, მალდივის რესპუბლიკა, კომორის კუნძულები) ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა ივნისის შუა პერიოდში გაწყვიტეს. ჩამოთვლილი ქვეყნები, ყატარს, ექსტრემისტების, მათ შორის ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერაში სდებენ ბრალს.

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

ბარსელონაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა

37 წუთის წინ

შემთხვევა სან-მარტი დე- ბარსელონას რაიონში მოხდა. პოლიცია სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ავტომაქანაში მათ იარაღით დაჭრილი ორი ადამიანი იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. მეორე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080