"გვიშველეთ! გვინგრევენ ისტორიას!" - უშგულში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

"გვიშველეთ! გვინგრევენ ისტორიას!" - უშგულში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და უშგული-მესტიის დამაკავშირებელი მთავარი გზა გადაკეტა. ამის შესახებ "აიპრესისი" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება. მოსახლეობის მთავარი მოთხოვნაა, ხელისუფლება დაინტერესდეს კულტურული მემკვიდრეობობის ძეგლებით. 

"მივმართავთ, როგორც ადგილობრივ ხელისუფლებას ასევე კულტურული მეკვიდრების დაცვის სააგენტოს მიიღონ შესაბამისი ზომები, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ განადგურდეს. უშგულში ყველა სვანური კოშკი არის დანგრევის პირას. გუშინ ერთი დაინგრა, დღეს მეორე დაინგრევა. მათ ელემენტარულად სახურავებიც კი არ აქვთ", - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ცნობისთვის, გუშინ უშგულში XIV საუკუნით დათარიღებული სვანური კოშკი დაინგრა. 

აპრილ-მაისში საგუნდო საზოგადოების ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი გაიმართა

აპრილ-მაისში საგუნდო საზოგადოების ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების კონკურსი გაიმართა

15 საათის წინ

ჟიურის თავმჯდომარეობდა მარის სირმაისი: ლატვიის აკადემიის საპატიო წევრი, ლატვიის აკადემიური სახელმწიფო გუნდის ხელმძღვანელი, რიგის მუსიკისა და თეატრის აკადემიის პროფესორი და შერეული გუნდის ხელმძღვანელი, არაერთი საერთაშორისო საგუნდო...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319