გოგუაძე: პატრიარქის მოსაზრებაზე "ოცნების" დეპუტატების განცხადებები სიყალბე და ფარისევლობაა!

გოგუაძე: პატრიარქის მოსაზრებაზე "ოცნების" დეპუტატების განცხადებები სიყალბე და ფარისევლობაა!

„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ პატრიარქის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც საქართველოში კონსტიტუციური მონარქია სიმშვიდეს მოიტანდა "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებები სიყალბე, ფარისევლობა და პოპულიზმია. 

„პატრიარქის მოსაზრება დიდი ხანია ცნობილია ჩვენთვის, მაგრამ რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატების განცხადებებს ამ თემაზე. შემიძლია ეს ერთმნიშვნელოვნად სიყალბედ შევაფასო და ფარისევლობად. იმიტომ რომ ამდენი ხანია კონსტიტუციაზე მუშაობენ და ამაზე არაფერი უთქვამთ. ახლა კი თითქოს პატრიარქის ეს მოსაზრება მათთვის აღმოჩნდა ჭეშმარიტება.  ეს არის სიყალბე, ფარისევლობა და პოპულიზმი. ეს არის უპასუხისმგებლობა ქვეყნის, კანონისა და კონსტიტუციის წინაშე“, - განაცხადა გოგუაძემ.

კითხვაზე, თავად როგორ უყურებს ამ საკითხს პოლიტიკოსი ასე პასუხობს:

„მე და ჩემი პარტია კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები არ ვართ“, - აღნიშნა ნინო გოგუაძემ „აიპრესთან“.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

8 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212