პრემიერი: მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს ხელს არ შეუშლის

პრემიერი: მიწის საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვები უცხოურ ინვესტიციებს ხელს არ შეუშლის

გარკვეული შეზღუდვები, რომელსაც ჩვენ მიწის საკუთრებაზე ვაწესებთ, არავითარ შემთხვევაში არ შეუქმნის პრობლემას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ელჩის რეზიდენციაში ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

"პირველ რიგში ეს არის აუცილებელი პასუხი ჩვენი მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვექნება ფორმები, როგორიცაა გრძელვადიანი იჯარა კვალიფიცირებული ინვესტორებისთვის და ამ გზით შესაძლებელია, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს შევუწყოთ ხელი ისე, რომ არანაირი შეფერხება არ მოხდეს. და კიდევ, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ცვლილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არ არის რა თქმა უნდა რეტროაქტიული და არსებულ მფლობელობას არ ეხება", - განაცხადა პრემიერმა.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

13 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341