პრემიერი: მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი

პრემიერი: მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ელჩის რეზიდენციაში, ფერეროს სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით კომენატრი გააკეთა და განაცხადა, რომ ამ საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება სწორი არ იქნება. 

"ჟურნალისტი მუხთარლის საქმეზე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნებოდა სწორი. გამოძიება მიმდინარეობს, ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რომლებიც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ, რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია", - განაცხადა პრემიერმა. 

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

კობახიძე: პრეზიდენტის საუბარი ცარიელ მაცივარზე ნიანგის ცრემლები და მარტივი პოპულიზმია

12 წუთის წინ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები მიზანშეუწონლად გაბერილია. „მე მახსოვს, საუბრობდა ბატონი პრეზიდენტი ეკონომიკასთან დაკავშირებით, მის გამოსვლაზე აღარ შევჩერდები, იყო აბსოლუტურად სუსტი...

USD 2.4438
EUR 2.8869
GBP 3.2881
TRY 0.5319