არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს სანქციების გახანგრძლივებით ემუქრება

არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს სანქციების გახანგრძლივებით ემუქრება

არაბეთის გაერთიანებული საემიროები ყატარს აფრთხილებს, რომ დოჰას წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მანამდე არ გაუქმდება, სანამ ასაუდის არაბეთისა და მისი მოკავშირეების მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

„ყატარი ხვდება, რომ რეგიონში ურთიერთობები შეიცვალა“, - განაცხადა არაბეთის გაერთიანებულ საემიროების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანვარ გარგაშმა.

„იზოლაცია შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს. იმ შემთხვევაში, თუ ყატარი იზოლაციაში ყოფნას აპირებს გაუკუღმართებული შეხედულებების და პოლიტიკური როლის გამო, მაშინ იჯდეს. ისინი ჯერ კიდევ უარის თქმისა და აღშფოთების ეტაპზე არიან",-დასძინა მან. 

მანამდე, 10 ივნისს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმა განაცხადა, რომ ყატართან უთანხმოების გამო სამხედრო კონფლიქტის დაწყების საფრთხე არსებობს. მინისტრმა არსებული მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

გასულ კვირას ათმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ლიბიამ, არაბეთის გაერთიანებულმა ემირატებმა, ბაჰრეინმა და ეგვიპტემ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა. მათ დოჰა ექსტრემისტების დაფინანსებასა და რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულეს.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

9 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341