იანოშ ჰერმანი ლაგოდეხს ეწვია

იანოშ ჰერმანი ლაგოდეხს ეწვია

ევროკავშირის ელჩი საქართველოში ლაგოდეხს ეწვია. იონოშ ჰერმანმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები დაათვალიერა,- ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

მათ შორის მარწყვის სათბური ნინგორში და დენდროლოგიური პარკი ლაგოდეხში. ელჩმა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მიმდებარე ტეროტირიაზე წიგნის კაფე და ტერასა ოფიციალურად გახსნა.

გახსნის ცერემონიალს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახა ჯამბურია, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი და ლაგოდეხის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი (LAG) წევრები დაესწრნენ.

ევროკავშირის ელჩის ვიზიტი ENPARD-ის მიერ განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტების შეფასებას უკავშირდება.

ვიზიტის დასასრულს ელჩი “ლაგოდეხის მეგობრის” სტატუსით დაჯილდოვდა.

ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო

ქუთაისში, სავარჯიშო მოწყობილობების მონტაჟი დაიწყო

21 წუთის წინ

დღეს სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე მერ გიორგი იობაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ, ელეონორა არჩაიასთან ერთად მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაათვალიერა. „ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151