კობახიძე: სამწუხაროდ, იურიდიული გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას

კობახიძე: სამწუხაროდ, იურიდიული გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას

"როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოთვის, მოსმენების კანონის შესახებ.

"პრეზიდენტის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ცნობილია, რაც შეეხება სასამართლოს მეგობრის სტატუსს, როგორც იურისტმა პირდაპირ შემიძლია გითხრათ. შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან. თუმცა სამწუხარო, ასეთი რამ, ასეთი გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს.

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა

21 მაისი, 2018

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. "ის უზარმაზი ტკივილი, რომელიც თქვენთან ერთად განვიცადეთ არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვით, ცოტა მაინც შეგვიმსუბუქდება, როდესაც საქმე იქნება ბოლომდე...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341