ბალიზე ოთხმა უცხოელმა მსჯავრებულმა 12-მეტრიანი გვირაბი გაარღვია და ციხიდან გაიქცა

ბალიზე ოთხმა უცხოელმა მსჯავრებულმა 12-მეტრიანი გვირაბი გაარღვია და ციხიდან გაიქცა

კუნძულ ბალიზე მდებარე კერობოკანის ციხიდან ოთხმა უცხოელმა პატიმარმა 12-მეტრიანი გვირაბი გაარღვია და ციხიდან გაიქცა. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელის ტონი ნაინგოლანის განცხადებით, გაქცეულ პატიმრებთან შორის ავსტრალიის, ინდოეთის, მალაიზიისა და ბულგარეთის მოქალაქეები იყვნენ.

" გვირაბის სიგრძე დაახლოებით 12 მეტრია. უნდა ვივარაუდოთ, რომ მის გარღვევას ერთ კვირაზე მეტი დრო დასჭირდებოდა ",- განაცხადა მან. ნაინგოლანის თქმით, პოლიცია პატიმრებს ეძებს.

არსებობს ვარაუდი, რომ მსჯავრდებულები შორს ვერ წავიდოდნენ. სააგენტოს ცნობით, შემთხვევის დროს ღამეს ციხეს 10 ადამიანი დარაჯობდა.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

1 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341