ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ფოთში, მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო, რისთვისაც 760 ათასი ლარი იხარჯება,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს. 

აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 543 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით შიდა საკანალიზაციო ქსელი 35 მრავალსართულიან კორპუსში რეაბილიტირდება.

ფოთის მერი ირაკლი კაკულია და საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად შიდა საკანალიზაციო ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ბერდიანსკის ქ .N 30 საცხოვრებელ კორპუსში გაეცნენ.

მრავალსართულიან კორპუსებში შიდა საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელსაც განხორციელდა. პროექტის მიხედვით,საკანალიზაციო სისტემა 26

მრავალსართულიან კორპუსში მოწესრიგდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 588 ათას 690 ლარი ლარი დაიხარჯა.

ოზურგეთის "საკრებულოს ეთიკის კოდექსის" პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ოზურგეთის "საკრებულოს ეთიკის კოდექსის" პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

10 საათის წინ

პროექტზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშილმა იმუშავა და საკრებულოს ფრქციების, კომისიების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგნელებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა. "მნიშვნელოვანია თითოეული...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341