ლონდონის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი არ იყო

ლონდონის თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი სპეცსამსახურებისთვის ცნობილი არ იყო

მამაკაცი, რომელიც ლონდონში მეჩეთის მახლობლად ფეხით მოსიარულეებს თავს დაესხა, სპეცსამსახურებისთვის ცნობილი არ იყო. ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის უშიშროების მინისტრმა ბენ უოლესამ განაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ის მეჩეთი მოინახულა, რომლის მახლობლადაც ინციდენტი მოხდა. იგი სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა.

ლონდონის პოლიციის უფროსის კრესიდა დიკის განცხადებით, "სრულიად ნათელია", რომ თავდასხმა მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელდა. მისი თქმით, პოლიცია მომხდარს იძიებს, როგორც ტერაქტი.

მანამდე, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონის პოლიციის ვერსიით, ავტომობილის მძღოლი, რომელიც ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ამ დროისთვის არსებული ბოლო მონაცემებით, ლონდონში მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. პოლიციის განმარტებით, ათიდან რვა დაშავებული სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიცია აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას აგრძელებს. Reuters- ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ პოლიცია თავდასხმას განიხილავს, როგორც "პოტენციური ტერაქტი". თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი დაკავებულია.

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

მიხეილ სააკაშვილი ზახაროვას განცხადებაზე: ივანიშვილმა ეგრევე დაიმსახურა რუსეთის ქება

28 წუთის წინ

"როგორც კი მოაშორეს, დასავლეთთან კარგი ურთიერთობის მქონე, თუნდაც ნომინალური პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობაში შეიყვანეს ჯერ რუსეთიდან გამოგზავნილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ახლა უკვე მოსკოვის უნივერსიტეტის კადრი...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151