გიორგი დათუნაიშვილი: ყველას ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი

გიორგი დათუნაიშვილი: ყველას ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი

საქართველოს ჩემპიონი „სამტრედიას“ კაპიტანი, გიორგი დათუნაიშვილი, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, აზერბაიჯანულ „ყარაბახთან“ შეხვედრით კმაყოფილი არაა, რადგან, აზერბაიჯანის ჩემპიონი, ბოლო წლებში, ევროტურნირებზე ჯგუფში შესვლას ახერხებს.

როგორც დათუნაიშვილი „აიპრესთან“ საუბარში აღნიშნავს, მოწინააღმდეგე, ძალიან მაღალი დონისაა, ამას ისიც ერთვის, რომ ბოლო წლებში, აზერბაიჯანული გუნდები ევროსარბიელზე მუდამ ამარცხებენ.

„კმაყოფილი დიდად არ ვართ, თუმცა განწყობა კარგია. ხუთეულში ყველა ისეთი გუნდი იყო, თანაბარი დონის. ყველას ბარიერის გადალახვაა შესაძლებელი. „ყარაბახი“ ძლიერი გუნდია, ბოლო წლებია სულ ჯგუფში თამაშობს. ჩვენ გავალთ, ვიბრძოლებთ, ვნახოთ, რა გამოვა. შარშანდელმა საკვალიფიკაციომ გამოცდილება მოიტანა, თუმცა, იმ გუნდიდან ახლა ნახევარი გუნდი აღარაა. „ყარაბახი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „გაბალა“. ჩემპიონთა ლიგა სხვა ეტაპია. ბოლო წლებია, აზერბაიჯანელები სულ გვამარცხებენ და გვინდა, ეს ცუდი ტრადიცია დავარღვიოთ“, - განაცხადა გიორგი დათუნაიშვილმა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას, „სამტრედია“, გასვლაზე 11/12 ივლისს გამართავს, ხოლო განმეორებითს - 18/19 ივლისს.

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

15 საათის წინ

ლეგენდარული მეკარე ტურინის "იუვენტუსს" 17-წლიანი ისტორიის შემდეგ, შაბათს, "ვერონასთან" შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. ჯიჯის შეთავაზება ინგლისური "ლივერპულის" თავკაცმაც, იურგენ კლოპმაც გაუკეთა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ იტალიელი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341