ევროკავშირის საბჭომ კიბერთავდასხმების საპასუხოდ, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირის საბჭომ კიბერთავდასხმების საპასუხოდ, სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

ევროკავშირი კიბერთავდასხმებს უპასუხებს, მათ შორის სანქციებით. ამის შესახებ ევროპის საბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. განცხადება ევროპის საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

"ევროპელი დიპლომატები საერთაშორისო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფარგლებში მტრულ კიბერთავდასხმებს ყველა ზომის გამოყენებით უპასუხებენ, მათ შორის შემზღუდავი ზომებით“, - ნათქვამია საბჭოს წევრების განცხადებაში.

მათი განმარტებით, პასუხი კიბერთვადასხმების მასშტაბის, ხანგრძლივობის, ინტენსივობის, სირთულის და გავლენის პროპორციული იქნება. ევროკავშირის პოლიტიკური ორგანო ასევე გეგმავს კიბერთავდასხმების საპასუხოდ დიპლომატიური სისტემა განავითაროს და ე.წ. კიბერდიპლომატიის მექანიზმი აამოქმედოს.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ამერიკის კონგრესში კანონპროექტი განიხილეს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ "კიბერთავდასხმებისა და სხვა აგრესიული ქმედებების" საპასუხოდ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა. კანონპროექტის ავტორი რესპუბლიკური პარტიის სენატორი ალექს მუნი იყო.

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

მასაჩუსეტში, მძარცველმა მას მერე დატოვა ბინა, რაც დარწმუნდა, რომ ძაღლი არ გაიქცეოდა (ვიდეო)

11 წუთის წინ

მას შემდეგ, რაც იგი ძაღლს ბინაში შეუშვებს და კარს დახურავს, სწრაფად ტოვებს ადგილს. ინციდენტი 7 მაისს მოხდა, თუმცა ადგილობრივმა პოლიციამ ვიდეო მხოლოდ ახლა გაავრცელა იმ იმედით, რომ იქნებ ვინმემ მძარცველის ამოცნობა შეძლოს. სახლში შეჭრისას...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341