კობახიძე: სამწუხაროდ, იურიდიული გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას

კობახიძე: სამწუხაროდ, იურიდიული გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას

"როგორც იურისტმა შემიძლია გითხრათ, რომ ეს შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან", - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიმართვა სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოთვის, მოსმენების კანონის შესახებ.

"პრეზიდენრის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ზოგადად ცნობილია, რაც შეეხება სასამართლოს მეგობრის სტატუსს, როგორც იურისტმა  პირდაპირ შემიძლია გითხრათ. შეუთავსებელია პრეზიდენტის ინსტიტუტთან. თუმცა სამწუხარო, ასეთი რამ, ასეთი გადაცდომები ხშირად ახასიათებს პრეზიდენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ე.წ. მოსმენების კანონის პაკეტთან დაკავშირებით სასამართლოს მეგობრის სტატუსით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და საქართველოს კონსტიტუციასთან და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო მუხლების გაუქმებას ითხოვს

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

14 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341