გურიაში პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

გურიაში პროექტის "ადამიანის უფლებები ყველასთვის" ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩატარდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გურიის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნაორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების, დისკრიმინაციის აკრძალვის, გამოხატვის თავისუფლებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის თემებზე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელმა საქართველოში, გიორგი ბურჯანაძემ და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელმა ნატალია ჯალიაშვილმა ამომწურავად ისაუბრეს.

ტრენინგების მთავარ მიზანს წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კანონმდებლობით არსებული გარანტიების და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ მუნიციპალიტეტებსა და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება.

შეხვედრას დაესწრნენ გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები ქეთევან მოისწრაფეშვილი, სოსო ერქომაიშვილი, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში და სამხარეო ადმინისტრაციებში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაძლიერება და მათთვის ადამიანის უფლებების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დაცვის, ეროვნული სტრატეგიითა და შესაბამისი სამთავრობო გეგმით განსაზღვრული მიზნების და ამოცანების შესრულების პროცესს.

აღნიშნული პროექტი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამდივნოს ორგანიზებითა და ევროკავშირისა და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით ხორციელდება.

ოზურგეთის "საკრებულოს ეთიკის კოდექსის" პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ოზურგეთის "საკრებულოს ეთიკის კოდექსის" პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

10 საათის წინ

პროექტზე ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა ჩხიკვიშილმა იმუშავა და საკრებულოს ფრქციების, კომისიების, არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგნელებს პრეზენტაციის სახით წარუდგინა. "მნიშვნელოვანია თითოეული...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341