ელექტროძრავიანი მოტოციკლების, კვადროციკლების იმპორტი შესაძლოა დღგ-ისგან გათავისუფლდეს

ელექტროძრავიანი მოტოციკლების, კვადროციკლების იმპორტი შესაძლოა დღგ-ისგან გათავისუფლდეს

ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების - მოტოციკლები, (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლები და ა.შ. იმპორტი ან/და მიწოდება შესაძლოა ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლდეს.

ცვლილებას, "საქართველოს საგადასახადო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლიც ინიციატორები საქართველოს პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და მამუკა მდინარაძე არიან. როგორც ინიციატორები განმარტავენ, კანონის მიღების მიზანია ავტოსატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირება.

ბენზინსა და დიზელზე მომუშავე მოტოციკლები, კვადროციკლები და ა.შ. საფრთხეს უქმნიან როგორც გარემოს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას, აუარესებენ ქალაქებში საცხოვრებელ პირობებს და ასუსტებენ ქვეყნის ტურისტულ და საინვესტიციო მიმზიდველობას. 

ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებებს კი გააჩნიათ მთელი რიგი უპირატესობები: არ საჭიროებენ ძვირადღირებულ საწვავს, ახასიათებთ ვიბრაციის და ხმაურის დაბალი დონე. მათი დატენვა ძალიან მარტივია (პირდაპირ საყოფაცხოვრებო შტეფსელიდან). 

ქვეყანაში მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ახალი ტექნოლოგიებით წარმოებული ელექტრო ძრავაზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მოტოციკლების (მოპედების ჩათვლით), კვადროციკლებისა და ა.შ. ექსპლუატაციის წახალისებას", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

13 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341