ბათუმის "დინამო" ევროტურნირებისთვის ჯაბა დვალს იმატებს

ბათუმის "დინამო" ევროტურნირებისთვის ჯაბა დვალს იმატებს

ბათუმის „დინამოს“ გენერალური დირექტორი, ოთარ ფედიჩკინი აცხადებს, რომ მათ გუნდს, სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი შეხვდა.

ამის შესახებ ფედიჩკინმა „აიპრესს“ განუცხადა.

ფედიჩკინის ინფორმაციით, „იაგელონიასთან“ მატჩამდე, ბათუმელები ფორვარდის დამატებას აპირებენ. კითხვაზე, მოასწრებს თუ არა ახალი თავდამსხმელი გუნდთან ადაპტირებას, კლუბის გენერალური დირექტორი პასუხობს, რომ ის ისეთი უნდა იყოს, რომ ადაპტაცია მალე გაიაროს.

„შეიძლებოდა უფრო სუსტი მეტოქეც შეგხვედროდა. ყველაზე ძლიერი ამოვიდა სავარაუდო ხუთეულიდან. ამ ეტაპზე ფორვარდის დამატება იგეგმება. შემიძლია გითხრათ, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ. „იაგელონიას“ შარშან ანტალიაში ამხანაგური თამაში 1:0 მოვუგეთ ტვილდიანის გოლით, მაგრამ გასულ სეზონში, ძალიან მომატებული ჰქონდა „იაგელნიას“, - განაცხადა ფედიჩკინმა.

როგორც "აიპრესისთვის" გახდა ცნობილი, ბათუმის "დინამო" ჯაბა დვალის დამატებას აპირებს, რომელიც ამჟამად ბოლნისის "სიონში" ასპარეზობს და 15 გატანილი გოლით, ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირია.

ბათუმის „დინამო“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურ „იაგელონიას“ შეხვდა. პირველი მატჩი, პოლონეთში, 29 ივნისს გაიმართება, ხოლო განმეორებითი - 6 ივლისს. ბათუმის „დინამო“ საშინაო არენად ქუთაისის „ტორპედოს“ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს გამოიყენებს.

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

ბუფონმა შვილები "პსჟ"-ს საფეხბურთო აკადემიაში დაარეგისტრირა

15 საათის წინ

ლეგენდარული მეკარე ტურინის "იუვენტუსს" 17-წლიანი ისტორიის შემდეგ, შაბათს, "ვერონასთან" შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა. ჯიჯის შეთავაზება ინგლისური "ლივერპულის" თავკაცმაც, იურგენ კლოპმაც გაუკეთა, თუმცა, უკვე აშკარაა, რომ იტალიელი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341