მდინარაძე: პატრიარქი ნამდვილად არის ღირსი, რომ მისი ინიციატივები ყურადღებით შევისწავლოთ

მდინარაძე: პატრიარქი ნამდვილად არის ღირსი, რომ მისი ინიციატივები ყურადღებით შევისწავლოთ

ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება "მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა.  დეპუტატის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში ეს საკითხი შესული არ იქნება. მისი თქმით, საუბარია სამომავლო პერსპექტივაზე და მსჯელობაზე.

„არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ პატრიარქის განცხადებას ცოტა უტრირებული განცხადებები მოჰყვა. სხვადასხვა მედიასაშუალებებშიც გახმაურდა ის, რომ ჩვენ ვფიქრობთ დღეს ან ხვალ რომ რაღაც სისტემაზე ვისაუბროთ. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა, რომ სამომავლო პერსპექტივაში ჩვენ მომავალ თაობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ამ თემასთან დაკაშირებით იმსჯელონ. მსჯელობისა და საყოველთაო კონსენსუსის შედეგად რაღაც საკითხზე ჩამოყალიბდნენ. მოდელი ან სწორად მიიჩნიონ, ან არასწორად. იმაზე საუბარი, რომ ჩვენ არსებული მოდელის შეცვლაზე ვფიქრობთ აბსოლუტურად არარელვანტურია. მით უმეტეს ამ კონსტიტუციაში მსგავსი დათქმების ჩაწერა შეუძლებელია, მით უმეტეს რომ ეს ეტაპი გასულია. კომისიამ იმუშავა ისე, რომ ამაზე საუბარი არ ყოფილა, ამიტომ კონსტიტუციას ეს თემა არ ეხება. სოციალურ ქსელებში გახმოვანდა, რომ ამის ჩაწერას კონსტიტუციაში ვაპირებთ. ეს ასე არაა.

მეორე საკითხია რა თქვა მისმა უწმინდესობამ. დამერწმუნებით, რომ მისი ყოველი აზრი პატივისცემას იმსახურებს. პატრიარქი ნამდვილად არის იმის ღირსი, რომ მისი ინიციატივები ყურადღებით და გულისყურით შევისწავლოთ და როგორც მინიმუმ ამაზე მსჯელობა გავხსნათ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

8 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212