გიუმრში საქართველოსა და სომხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

გიუმრში საქართველოსა და სომხეთში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები შეაჯამეს

ევროკავშირის პროგრამის გავლენა სომხეთ - საქართველოსთვის. ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული მხარდაჭერის’’ პროგრამის მიღწევები შეაჯამეს სომხეთის ქ. გიუმრში გამართულ დასკვნით კონფერენციაზე, სადაც მონაწილეობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მატკავამ მიიღო,-ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

შეხვედრის მონაწილეებმა,  პროგრამის ფარგლებში, ტრანსსასაზღვრო პროექტების წარმატებებსა  და საუკეთესო გამოცდილებებზე იმსჯელეს, რაც სომხეთ-საქართველოს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას კიდევ უფრო დაეხმარება.

ორ ქვეყნას შორის, სასაზღვო ტერიტორიული თანამშრომლობისთვის ევროკავშირის მიერ 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. დაფინანსდა 9 საერთო პროექტი- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვის, საბავშო საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტურმიზმის განვითარების მიმართულებით.

კონფერენციის დასასრულს, ქ. გუიმრის ტექნოლოგიურ ცენტრში ფოტო- გამოფენა მოეწყო, სადაც ქართველმა და სომეხმა მონაწილეებმა წარმატებული პროექტების შედეგები ასახეს.

,,აღმოსავლეთის ტერიტორიული პარტნიორობის მხარდაჭერის’’ პროგრამა ევროკავშირის ინივიატივით ხორციელდება, რომლის მიზანს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაძლიერება და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს.

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

ICCA-ს რეიტინგში საქართველოს მაჩვენებელი, 2016 წელთან შედარებით, 6 პუნქტით გაუმჯობესდა

16 საათის წინ

აქვე, აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში საქართველო ჯამში 16 პუნქტით დაწინაურდა და დაიკავა პირველი ადგილი კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში, კერძოდ, ქვეყანა მოწინავე პოზიციაზეა ისეთ სახელმწიფოებთან მიმართებაში, როგორებიცაა ყაზახეთი...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341