ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

ზურაბ ალავიძე აზიის განვითარების ბანკის დელეგაციას შეხვდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, პირველ მოადგილესთან ირაკლი მატკავასთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს შონ ოსალივანის და ბანკის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში იეშიმ კაილარის შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გზების, ხიდებისა და გვირაბების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა- რეაბილიტაციის მიმართულებით დაფინანსებული პროექტები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ADB-ს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორის, საქმიანობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს რეგიონებში სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე, ასევე სამინისტროსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

თელავში ბავშვთა შორის კახეთის რეგიონის ჩემპიონატი "m2-ის თასი" ჩატარდა

17 საათის წინ

ტურნირის ფარგლებში, სამ პრიზიორ გუნდთან ერთად, გამოვლინდნენ საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის, თავდამსხმელის, ბომბარდირის, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის წოდების მფლობელები. მესამე ადგილზე პენალტების სერიაში...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167