ინაშვილი: არ ვიცი, პატრიარქმა ამ ეტაპზე კონსტიტუციური მონარქიის თემაზე რატომ ისაუბრა

ინაშვილი: არ ვიცი, პატრიარქმა ამ ეტაპზე კონსტიტუციური მონარქიის თემაზე რატომ ისაუბრა

"თქვენ გგონიათ მე პატრიარქზე უფრო ჭკვიანი ვარ? მე ხომ არ ვიცი პატრიარქმა ამ ეტაპზე ამ თემაზე რატომ ისაუბრა", - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარემ ურმა ინაშვილმა ჟურნალისტებს კონსტიტუციური მონარქიის საკითხზე განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან დაიწყო. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანაში აპრობირებული მოდელია, ეს საკითხი ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს. 

"საქართველოში, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბარი დაწყებულია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, ჩვენ გვახსოვს, არაერთი პარტია მოქმედებდა იგივე მონარქისტები, ტრადიციონალისტები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მონარქიის აღდგენას  და კონსტიტუციური მონარქიის მოდელს. ეს არის მსოფლიოში აპრობირებული მოდელი, არაერთ ქვეყანაში ხორციელდება ეს მოდელი და არის რეალიზებული, მე არანაირად არ ვაკნინებ ამ მოდელის მნიშვნელობას, მაგრამ ეს  დისკუსიის საგანი უნდა იყოს, ფართო საზოგადოებრივი შეთანხმების და პოლიტიკური შეთანხმების საგანი", - აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

ირაკლი კობახიძე: თეა წულუკიანის წინააღმდეგ ხელოვნური კამპანია მიმდინარეობს

7 საათის წინ

"პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ არის გარკვეული ხელოვნური კამპანია, რომელიც არის გაშლილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, სამწუხაროა რომ ასეთი კამპანიური მეთოდებით მოქმედებენ კონკრეტული მინისტრის წინააღმდეგ ის სუბიექტები, რომლებიც ასე...

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212