ჯეჯელავა: შესაძლოა, სწავლა მათ დავუფინანსოთ, ვინც შემდეგ საკუთარ სოფელში 2 წელი იმუშავებს

ჯეჯელავა: შესაძლოა, სწავლა მათ დავუფინანსოთ, ვინც შემდეგ საკუთარ სოფელში 2 წელი იმუშავებს

სოფლის სკოლებში პედაგოგების მცირე რაოდენობაზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ "იმედის კვირაში" და განაცხადა, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად მას ინიციატივა აქვს, რომლის მიხედვითაც სწავლა დაუფინანსდებათ იმ კარგ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის დასრულების შემდგომ 2 წელი იმუშავებენ თავიანთი სოფლის სკოლაში. 

"ჩვენი სოციალური მდგომარეობის გამო ბევრია ადამიანია, რომელიც ამბობს, რომ ვერ ვიხდი სწავლის ღირებულებას, თუ კარგი სწავლის შედეგები აქვს, მაჩანჩალა არ გვჭირდება რა თქმა უნდა, გვინდა მაგარი სტუდენტი, მივალთ და ვეტყვით, რომ დაგიფინანსებთ სწავლას, ოღონდ ჩვენ უნდა დაგვეთანხმო, რომ შენ რომელი კუთხიდანაც ხარ წარმოშობით, ამ შემთხვევაში ასარჩევად ექნება, 2 წელი იმუშავებს სოფელში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

პომპეო: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია

13 საათის წინ

"ჩვენი გზავნილი დღეს ძალიან ნათელია: ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა დღესაც მტკიცეა და ურყევი და მომავალშიც გაგრძელდება. როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა თბილისში ვიზიტის დროს აღნიშნა, ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ...

USD 2.4365
EUR 2.8641
GBP 3.2661
TRY 0.5341