საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ქვეყნის პრეზიდენტის პარტიამ "წინ, რესპუბლიკა!" მოიპოვა.

მას მერე, რაც მეორე ტურის თითქმის ყველა ხმა დაითვალეს, გაირკვა, რომ პარტია "წინ, რესპუბლიკა!" თავის მოკავშირე ცენტრისტულო პარტიასთან "დემოკრატიული მოძრაობა", საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 577 ადგილიდან 300-ზე მეტ ადგილს აიღებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი იმაზე ცოტაა, ვიდრე ამას პოლიტოლოგები ელოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მაინც ძლიერი მანდატი მოიპოვა, რაც სრულებით საკმარისია იმისათვის, რომ მან თავისი პროევროპული და ბიზნესინტერესებზე ორიენტირებული რეფორმები განახორციელოს.

არჩევნების მეორე ტურზე აქტივობა გაცილებით დაბალი იყო, ვიდრე 2012 წლის არჩევნებზე. მაკრონის ბევრი მომხრე და აგრეთვე მოწინააღმდეგეებიც, არჩევნების პირველ ტურში მისი გადამწყვეტი გამარჯვების შემდეგ უბრალოდ აღარ მივიდნენ მეორე ტურზე ხმის მისაცემად.

კონსერვატიულ პარტიას "რესპუბლიკელებს" და მის მოკავშირეებს ყველაზე დიდი ოპოზიციური ბლოკის ფორმირება შეუძლიათ - ისინი 125-დან 131 ადგილს მიიღებენ. თუმცა ეს მაჩვენებელი გაცილებით ცოტაა 200-ზე, რაც წინა ნაციონალურ შემადგენლობებზე ფრანგ კონსერვატორებს ეკავათ.

სოციალისტები 41-დან 49-მდე მანდატს მიიღებენ, რაც პარტიის არსებობის განმავლობაში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

ნაციონალური შეკრებების ისტორიაში პირველად, მასში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტიაც მოხვდა, რომელიც პარლამენტში 4-დან 8-მდე ადგილს მიიღებს.

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის ბინაში ქართველი გულშემატკივრის გვამი იპოვეს

4 საათის წინ

რუსული მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ნარკოტიკის დიდი დოზით მიღებაა.ბინაში კიდევ ერთი ქართველი იმყოფებოდა, რომელმაც მისი გარდაცვალებისთანავე დატოვა ბინა. თავად კვირკველია კვიპროსში შეკრებაზე იმყოფება.

USD 2.4586
EUR 2.8554
GBP 3.2591
TRY 0.5212