"ფბ-ს კომენტატორებს, მონარქიის შესახებ პატრიარქის ქადაგებაზე დაცინვის მეტი არაფერი შეუძლიათ"

"ფბ-ს კომენტატორებს, მონარქიის შესახებ პატრიარქის ქადაგებაზე დაცინვის მეტი არაფერი შეუძლიათ"

"როგორც მუდამ, ყველაფერზე, ფბ-ს კომენტატორებს დაცინვის მეტი არაფრის თქმა შეუძლიათ, თუნდაც პატრიარქის ქადაგებაზე მონარქიის თემაზე", - ამის შესახებ თბილისის, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. 

"პატრიარქს რომ არაფერი ეთქვა, ნუთუ იმას მაინც არ უნდა დავუკვირდეთ, როცა კონსტიტუციაზე ვმჯელობთ და რატომღაც მივიჩნევთ, რომ ის თუ ეს რეჟიმი საქართველოს გააბრწყინებს, ვივიწყებთ რომ ერთადერთმა რეჟიმმა მოუტანა საქართველოს საუკუნოვანი სახელმწიფოებრივ მდგრადობა, გაბრწყინება და გაერთიანება... საპარლამენტოს გამოცდილება პრაკტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავს პარტიები, რომლის ნდობა ნოლზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედი და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტოკრატიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად .... ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი .... ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთერთი გზა !

ეს გზაც მარტივი არაა და როგროც ყველაფრს მზადება და გათვითცნობიერება სჭირდება მაგრამ სხვათუ არაფერი ცარიელი სადღეგრძელოების მაგივრად კი გვმართებს ჩვენი ისტორიის ეს ელემენტარული გაგება და წარსული გამოცდილების პატივისცემა რამეთუ წარსულიდან ზოგჯერ მომავალი უფრო კარგად იჭვრიტება", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, პატრიარქის აზრით კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში მშვიდობა შეაქვს. საქართველოში ამაზე საუბარი ადრეა, თუმცა წარსულის გამოცდილებიდან ეს მმართველობა უნდა გავაანალიზოთ.

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

ნათელაშვილი: ოლიგარქიული ბატონყმობის უღელი გადასაგდებია, "ოთარაანთ ქვრივი" გამოსახსნელია

3 საათის წინ

„ქართული სახელმწიფოებრიობის მესაძირკვლე, დიდი ილიას ფუძიდან ვულოცავ სრულიად საქართველოს და ყველა ქართველს დედამიწაზე დამოუკიდებლობიდან 100 წლის იუბილეს, აწმყომ აჩვენა ,რომ მარტო გამოცხადება ჭეშმარიტი თავისუფლებისთვის საკმარისი არ არის...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237