ხულოს საბაგირო გზა ევროპაში სიგრძითა და სიმაღლით მეორე ადგილზეა

ხულოს საბაგირო გზა ევროპაში სიგრძითა და სიმაღლით მეორე ადგილზეა

  • iRegions.Ge
  • 16 ივნისი, 2017
  • 16:20
  • ადმინისტრატორი

ხულოს საბაგირო გზა სიგრძითა და სიმაღლით ევროპაში მეორე ადგილზეა. საზოგადოებრივ ტრანსპორტს მხოლოდ ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია, ის ხულოს ცენტრიდან სოფელ თაგოში მისასვლელათ გზის შემოკლების ერთადერთი საშუალებაა.

ცენტრამდე დამაკავშირებელი ექვსკილომეტრიანი გზა დაზიანებულია და გადაადგილება მხოლოდ ორხიდიანი ტრანსპორტითაა შესაძლებელი. საბაგიროს მეშვეობით კი ადგილობრივები ცენტრს 8 წუთში უკავშირდებიან.

მოსახლეობა არამარტო შემოკლებულ დროზე არამედ თანხის დაზოგვაზეც საუბრობს ადგილობრივებს ცენტრთან დაკავშირება 20 თეთრად შეუძლიათ. ადგილობრივებს ტვირთიც ამ უჩვეულო ტრანსპორტით გადააქვთ.

უსაყრდენო საბაგირო რომლის სიგრძეც ათას შვიდას ცხრამმეტი ხოლო სიმაღლე 280 მეტრია, ევროპაში მეორე ადგილზეა. საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადგილობრივების გარდა ტურისტების სარგებლობენ. მათთვის მაღამლთიანი აჭარის ღირსშესანიშნავობების დასათვალიერებლად საუკეთესო საშუალებაა.

საბაგირო 1885 წელს გაიხსნა გახსნის დღიდან გზას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, მისი ამოქმედება ცნობილი ინჟინერის და არქიტექტორის შოთა ორჯონიკიძის სახელს უკავშირდება. ქარიანი ამინდი საბაგირო გზის ერთადერთი დაბრკოლებაა.

ქუთაისში

ქუთაისში "ოქროს ჩარდახში" ცისფერყანწელთა თემაზე პერფორმანსი გაიმართა

4 საათის წინ

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. "ოქროს ჩარდახში" ცისფერყანწელთა თემაზე გაიმართა პერფორმანსი სადაც მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ასი წლის წინანდელი ქუთაისი გააცოცხლეს. მოეწყო XIX და XX საუკუნის სტილში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237