ირაკლი კობახიძე: ზაზა ფაჩულია არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი

ირაკლი კობახიძე: ზაზა ფაჩულია არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას NBA-ს ჩემპიონობას ულოცავს.

"NBA-ს ქართველი ჩემპიონი ჰყავს! ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ ასახელა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც ღირსეული და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა თავის გუნდთან ერთად!

ზაზა ყოველთვის იყო და არის ბრძოლის, თავდადებისა და თავისი ქვეყნისადმი სიყვარულის სიმბოლო, ამიტომ მისი გამარჯვება მთელი ქართველი ერის, მისი თითოული გულშემატკივრის გამარჯვებაა. ის არის პროფესიონალი, რომელმაც მრავალმილიონიან კონტრაქტზე თქვა უარი და ჩემპიონობისთვის ბრძოლა თავის ახალ გუნდთან ერთად გააგრძელა.

ზაზა არის სიმბოლო, როგორი უნდა იყოს სპორტსმენი, რომლისთვისაც სპორტი და გულშემატკივრის სიყვარული არის მთავარი. თავისი კარიერით და საქმიანობით ის შთააგონებს და სტიმულს აძლევს მომავალ თაობებს, ახალგაზრდა სპორტსმენებს, რომ შეუძლებელი არაფერია და მათაც, ერთ დღეს, შესაძლოა, ოცნების გუნდის მაისურში გამოწყობილებს, ჩემპიონის მედალი გადაეცეთ", - აცხადებს ირაკლი კობახიძე. 

ვაჟა მარგველაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

ვაჟა მარგველაშვილი ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას გამოეთიშა

4 საათის წინ

-66 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილმა, პირველი დაპირისპირება ბენინელ დაგა აუგუსტეს მოუგო, თუმცა შემდეგ გერმანელი სებასტიან საიდლის ბარიერი ვერ გადალახა და ტურნიზე ასპარეზობას გამოეთიშა. გუშინ, საქართველოს ნაკრების...

USD 2.6193
EUR 3.0693
GBP 3.4651
TRY 0.4172