ზაზა ფაჩულია: ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!  (ვიდეო)

ზაზა ფაჩულია: ვამაყობ, რომ ქართველი ვარ! (ვიდეო)

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ჩემპიონობის შემდეგ ვიდეომიმართვა გაავრცელა და ქართველ ხალხს  მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ფაჩულიას თქმით, ის ამაყობს, რომ ქართველია და ამას ყოველთვის აღნიშნავს.  

"სიტყვები არ მყოფნის. ეს არის დაუვიწყარი დღე ჩემთვის და ძალიან მადლობელი ვარ, მომეცა იმის საშუალება, რომ ჩემი ქვეყანა წარმომედგინა. გილოცავთ ყველას, ყველას დიდი მადლობა, ვინც გვერდში მედექით. ძალიან რთული სეზონი იყო, ძალიან რთული იყი მოგვეგო, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ, ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში ჩამოვა თავი და ჩამოვა ბეჭედი",-განაცხადა ფაჩულიამ.

მან მედიასთანაც გააკეთა კომენტარი და დასძინა, რომ ეს ძალიან ამაღელებელი და განსაკუთრებული დღეა მის ცხოვრებაში.

„ეს გასაოცარი და განსაკუთრებული დღეა. მართლაც რთული გზა იყო, თუმცა ჩვენ გავიმარჯვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, ამ ბიჭების გამო, შეხედეთ მათ.“,-განაცხადა ფაჩულიამ და იმ პატარა ბიჭებზე მიუთითა, რომლებიც მის გამარჯვებას ზეიმობდნენ.

მისი თქმით, მიღწეული წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია მისი ოჯახისა და სამშობლოსთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოსთვის",-განაცხადა ფაჩულიამ.

„სასწაული გრძნობაა. ამდენი შრომა, ამდენი ოფლი, ამდენი ვარჯიში იმისთვის, რომ მოგვეგო ჩემპიონობა და მოვიგეთ კიდევაც. გავხდით მსოფლიო ჩემპიონები, ძალიან დიდი სიამაყე, ძალიან დიდი სიხარულია. ყველას ვულოცავ, ყველა ჩემს გულშემატკივარს და რაც მთავარია, ეს მსოფლიო ჩემპიონობა არის საქართველოსთვის და იმედი მაქვს, ეს იქნება მოტივაცია იმ ახალგაზრდებისთვის, ითამაშებენ კალათბურთს და ეს დასაწყისი იყოს. კიდევ ბევრი მსოფლიო ჩემპიონი გვეყოლება კალათბურთში და არა მარტო კალათბურთში.  ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ყველა წარმატება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გილოცავ საქართველო!“,-განაცხადა  ფაჩულიამ. 

რუსეთი ურუგვაისთან განადგურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ურუგვაი ჯგუფის ლიდერია

რუსეთი ურუგვაისთან განადგურდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ურუგვაი ჯგუფის ლიდერია

1 საათის წინ

ანგარიში ურუგვაელთა ლიდერმა ლუის სუარესმა საჯარიმო დარტყმით 10-ე წუთზე გახსნა, 23-ე წუთზე ჩერიშევის ავტოგოლით ანგარიში 2:0 გახდა. 27-ე წუთზე მასპინძელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როდესაც იგორ სმოლნიკოვმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რაც...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207