ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს ხვალიდან იწყებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი შტუტგარტის ტურნირს ხვალიდან იწყებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ხვალიდან შტუტგარტის ტურნირში ერთვება, სადაც ასპარეზობას ძირითადი ბადიდან იწყებს. 

საქართველოს პირველი ჩოგნის მეტოქე, 27 წლის გერმანელი პიტერ გოჟოვჩუკი იქნება, რომელიც ATP-ის რეიტინგში ამჟამად 146-ე ადგილს იკავებს.

შტუტგარტის ტურნირი ბალახის საფარზე ჩატარდება და გამარჯვებულ ჩოგბურთელს 250 სარეიტინგო ქულის გამომუშავება შეეძლება. ბასილაშვილის გარდა, პირველობაზე ცნობილი ჩოგბურთელები - როჯერ ფედერერი, გრიგორ დიმიტროვი, ტომაშ ბერდიხი, ტომი ჰაასი, სტივ ჯონსონი, პილიპ კოლშრაიბერი, მიშა ზვერევი, ფელიციანო ლოპესი, და ლუკას პულიე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ როლანდ გაროსზე წარმატებული თამაშის შემდეგ ბასილაშვილი ATP-ის განახლებულ რეიტინგში 8 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად 866 ქულით 55-ე ადგილს იკავებს.

შეხვედრა 13 ივნისს, თბილისის დროით 13:00 საათზეა დაგეგმილი.

კოკა-კოლას თასი 2018-ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა

კოკა-კოლას თასი 2018-ის მფლობელი ლაგოდეხის პირველი სკოლა გახდა

2 საათის წინ

ბათუმში, ანგისას ბაზაზე გამართულ დაძაბულ ბრძოლაში ლაგოდეხელებმა კოდას გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხეს. შეხვედრის ძირითადი დრო კი, 0:0 დასრულდა. ლაგოდეხის გუნდმა რეგიონის უძლიერეს გუნდებს შორის კოკა-კოლას 2018 წლის გათამაშების თასის...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151