კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩო დროშას 24 საათით დაუშვებს

კაპრალ დავითაიას ხსოვნის პატივსაცემად, აშშ-ის საელჩო დროშას 24 საათით დაუშვებს

კაპრალ რამაზ დავითაიას პატივსაცემად, აშშ-ის საელჩოს დროშა 24 საათის განმავლობაში დაშვებული იქნება. რიჩარდ ნორლანდი ამერიკის საელჩოს სოციალურ ქსელზე სამძიმარს უცხადებს რამაზ დავითაიას ოჯახს და ახლობლებს.

"ძალიან დამამწუხრა კაპრალ რამაზ დავითაიას გარდაცვალებამ, რომელიც სამი წლის წინ მძიმედ დაშავდა ავღანეთში ISAF-ის მისიაში მსახურისას. კაპრალი დავითაია გამორჩეული იყო თავისი სიმამაცით, სიძლიერითა და სიმტკიცით. გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში მკურნალობის შემდეგ მე და მერის რამაზთან და მის ოჯახთან ურთიერთობის პატივი გვერგო. ჩვენ ის გასულ ხუთშაბათს გორში მოვინახულეთ, თუმცა არ ვიცოდით, რომ ეს ბოლო შეხვედრა იქნებოდა. ძალიან გვეტკინა გული. შეერთებული შტატების სახელით ვუსამძიმრებ კაპრალ დავითაიას ოჯახს, მეგობრებსა და თანამებრძოლებს - ის ჩვენს გულებში სამუდამოდ დარჩება." - ნათქვამია განცხადებაში.

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

BASSIANI: 27 მაისის რეივ-აქცია აუცილებლად გაიმართება!

2 საათის წინ

"თბილისის ყველა კლუბის კარი ღიაა. 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული BASSIANI-ის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. პირველ რიგში უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს მხარდამჭერებს, ელექტრონული...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054