ავსტრიის ელჩი: ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გერმანულ ენას დომინანტი როლი ექნება

ავსტრიის ელჩი: ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ გერმანულ ენას დომინანტი როლი ექნება

"გერმანული ენა ცოტა რთულია და ცოტა ურთულდებათ სტუდენტებს ამ ენის შესწავლა. აუცილებელად ღირს ამ ენის შესწავლა. ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა, აქედან გამომდინარე გერმანულს დომინანტი როლი ექნება ევროკავშირში",-განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ, ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას.

მისი თქმით, გერმანულ ენა თავისუფლებასთან ასოცირდება და ამ კულტურას ახალგაზრდებისთვის მეტის მიცემა შეუძლია.

არად ბენკომ სტუდენტებს გერმანული ენის შესწავლისკენ მოუწოდა.

"აუცილებელი იქნება გერმანული ენის შესწავლა და გერმანულ კულტურასთან დაახლოება. მე, როგორც ავსტრიის წარმომადგენელი, ჩვენ შედარებით პატარა ქვეყანა ვართ და მაქვს უფლება ვიყო ბოლომდე პატრიოტი და რეკლამა გავუკეთო გერმანულ ენას. გერმანული ენის შესწავლა აუცილებლია, რადგან ეს ასოცირდება თავისუფლებასთან. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაკდონალდსის კულტურა ძალიან დიდი წარმატებითაა მიღებული. ჩვენ შეგვიძლია სხვა პროდუქტი შევთავაზოთ და ერთ-ერთი კულტურული პროდუქტი, ეს გახლავთ გერმანული ენა და გერმანული ენის საშუალებით ადამიანებს მივცეთ თავისუფლება და კარიერული წინსვლის საშუალება. ძალიან დიდია გერმანულ ენოვანი სივრცე, 100 მილიონი ადამიანი საუბრობს ევრო კავშირში გერმანულად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ანგლოსაქსური სამყარო, მაგრამ აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს გერმანულ ენოვანი კულტურა და გერმანულ ენოვანი ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებული სტაბილურობით გამოირჩევიან ,როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური კუთხით,“-განაცხადა ავსტრიის ელჩმა, არად ბენკომ სტუდენტებთან შეხვედრისას.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

14 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054