ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებებს უარყოფს

ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერის ბრალდებებს უარყოფს

ყატარი უარყოფს არაბული სახელმწიფოების მხრიდან მისი მისამართით წამოსულ ბრალდებებს ტერორიზმის მხარდაჭერის შესახებ. აღნიშნულია ყატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ყატარის სახელმწიფო სპარსეთის ყურეს თანამშრომლობის საბჭოს მოქმედი წევრია, იცავს მის წესდებას, პატივს სცემს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს და არ ერევა მათ შიდა საქმეებში, აგრეთვე ასრულებს თავის პასუხისმგებლობას ტერორიზმისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დღეს ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, ეგვიპტემ და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ განაცხადეს. ისინი დოჰას, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერაში და ჩამოთვლილი არაბული ქვეყნების შიდა სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში სდებენ ბრალს.

ერ-რიადმა ყატართან საზღვრები ჩაკეტა და ყველა სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა თავის მეზობელთან. ეგვიპტემ აგრეთვე შეწყვიტა საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა ყატართან. არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა ყატარელ დიპლომატებს 48 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237