საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ კანონი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტი "სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად  დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ" დაამტკიცა. 

აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა და მიზნად ისახავს სავალდებულო სერტიფიცირებას სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად დაშვების, თესლისა და სარგავი მასალის დაცვის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას, ბაზარზე ხარისხიანი თესლისა და სარგავი მასალის განთავსების უზრუნველყოფას და არეგულირებს  სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების რეგისტრაციასთან, თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, გადამუშავებასთან, სერტიფიცირებასთან,  შენახვასთან, რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ საკითხებს.

სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში FAO-ს მხარდაჭერით 2015 წლიდან დაიწყო. სათესლე მასალის სერტიფიცირება წარმოადგენს  ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს და ქართველ მწარმოებელს სამამულე პროდუქციით საერთაშორისო ვაჭრობაში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევს.  

საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის №569 დადგენილების „თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გავრცელების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მარცვლეული კულტურების თესლის ნებაყოფლობითი სერტიფიცირება უკვე მიმდინარეობს. 

მარცვლეული კულტურების - ხორბლის,  ქერის, სოიას, მზესუმზირის, კარტოფილის სათესლე მასალის ნებაყოფლობითი სერტიფიცირების პროცედურები 2020 წლამდე უფასოდ განხორცილდება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან ხორბლის სერტიფიცირება სავალდებულო გახდება. 

2018 წლიდან საქართველოში სარგავი მასალების ნებაყოფლობითი სერტიფიცირებაც დაიწყება, რომელიც ასევე უფასოა. ამ ეტაპზე სანერგე მუერნეობების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის პროცესი მიმდინარეობს, რომლის შემდეგაც სანერგეები სერტიფიცირების პროცესში ჩართვას შეძლებენ. 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, 2015 წლიდან დღემდე შემოწმდა და ინსპექტირება ჩაუტარდა 1500 ჰა მარცვლეული კულტურების სათესლე ნაკვეთს. გაიცა ხორბლის, ქერის, სიმინდის, მზესუმზირის, სოიას და კარტოფილის თესლის პარტიებზე ჯიშობრივი ხარისხის დამადასტურებელი 97 სერტიფიკატი და 25 000 სერტიფიცირებული სათესლე მასალის აღმნიშვნელი ეტიკეტი. ასევე შესწავლილია 40-მდე სანერგე და 15 სათესლე მეურნეობის ზოგადი მდგომარეობა.

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

რუსთაველზე აქსის თაუერსის მაკეტი საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს

23 საათის წინ

სტენდზე გამორჩეულია აქსის თაუერსის  მაკეტი, რომელსაც დღესასწაულის მონაწილეები სტუმრობენ და ათვალიერებენ. აქსის თაუერსი თბილისის მომავლის სახეა და ნათლად აჩვენებს, თუ როგორი იქნება, სწორი დეველოპმენტის განხორციელების შემთხვევაში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237