გერმანიის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავა

გერმანიის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი 17 წლის ახალგაზრდა დააკავა

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაზე 17 წლის სირიის მოქალაქე დააკავეს,-ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მედიის თანახმად, ის ბერლინში ტერორისტული თავდასხმის მომზადებაშია ეჭვმიტანილი. ახალგაზრდა მამაკაცი გერმანიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ის WhatsApp-ის მეშვეობით დედას შეტყობინებას უგზავნიდა, რომ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. პოლიციის ინფორმაციით, ის გერმანიაში 2005 წელს ჩავიდა, როგორც ლტოლვილი. 

2016 წლის დეკემბერში გერმანიაში საშბაო ბაზრობაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა და 48 დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. 

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

15 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151