ჩხოროწყუში საჯარო პირები და სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ

ჩხოროწყუში საჯარო პირები და სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მორიგი დასუფთავების აქცია გაიმართა. გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აქციაში დასუფთავებისა და კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს გამგეობის, საკრებულოს, ახალგაზრდული გამგეობისა და წარმოება- დაწესებულებათა წარმომადგენლებმა. აქციაში ჩაერთნენ საჯარო სკოლების მოსწავლეებიც.

დასუფთავდა დაბაში მშენებარე წმიდა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო-სატაძრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორია. ასევე, დასუფთავდა დაბის პარკი, სკვერი და ცენტრალური ქუჩები. 

დასუფთავების აქცია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართება.

ტყიბულში, სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ტყიბულში, სოფელ დაბაძველში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

5 წუთის წინ

დაბაძველის მცხოვრებლების თქმით, სახანძრო რომ ადგილზე დროულად მისულიყო ადგილზე, სახლის გადარჩენა მოხერხდებოდა. ოჯახი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს და სახელმწიფოს დახმარებისკენ მოუწოდებს.

USD 2.6184
EUR 3.0798
GBP 3.4445
TRY 0.4273