იენს სტოლტენბერგი: NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ცდილობს

იენს სტოლტენბერგი: NATO რუსეთთან კონფრონტაციას არ ცდილობს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რუსეთთან კონფრონტაციას არ ცდილობს და იმედოვნებს, რომ მოსკოვთან კონსტრუქციული ურთიერთობა იქნება. ამის შესახებ ბრიუსელში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. ინფორმაციას ნატო-ში გერმანიის დელეგაცია ოფიციალურ Twitter-ზე ავრცელებს.

გენერალური მდივნის თქმით, ორგანიზაციას ამ მიმართულებით "შედეგები" უკვე აქვს. "ჩვენ მზად ვართ, რუსეთთან დიალოგის გამჭვირვალობის გასაუმჯობესებლად და რისკების შესამცირებლად ", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-მ ასევე გადაწყვიტა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში ანტიტერორისტულ კოალიციას შეუერთდეს.

თუმცა, სტოლტენბერგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული კოალიცია ნატო-ს სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობას არ გულისხმობს.

მისივე თქმით, NATO ფუნქციების კოორდინაციას განახორციელებს და მისი წევრების პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას მიიღებს. ბრიუსელის სამიტზე ასევე გადაწყდა, რომ ინფორმაციის გაცვლის საკითხებში ნატო-ს ანტიტერორისტული ცენტრის შტაბ-ბინა შეიქმნება.

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია წარედგინა

4 საათის წინ

რეზოლუციის სპონსორია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, კონგრესმენი ტედ პო (რესპუბლიკელი-ტეხასის შტატი). რეზოლუციას ამ ეტაპზე ჰყავს 8 თანასპონსორი კონგრესმენი, როგორც რესპუბლიკური, ასევე დემოკრატიული პარტიიდან. რეზოლუცია წინ...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207