დევნილთა და განსახლების სამინისტრო 45 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

დევნილთა და განსახლების სამინისტრო 45 ეკომიგრანტ ოჯახს სახლს შეუსყიდის

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.

დევნილთა სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო 2017 წელს სახლს კიდევ 45 სტიქიით დაზარალებულ ოჯახს შეუსყიდის. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.

2017 წელს, სამინისტრომ ეკომიგრანტი ოჯახებისთვის უკვე 46 სახლი შეისყიდა. 2013 წლიდან დღემდე კი, საქართველოს მასშტაბით, უსაფრთხო გარემოში ჯამში 347 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდა. კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

22-23 ივლისს მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს

13 წუთის წინ

სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080