ჯონ კერიმ ამერიკელ სტუდენტებს რუსული ენის შესწავლა ურჩია

ჯონ კერიმ ამერიკელ სტუდენტებს რუსული ენის შესწავლა ურჩია

აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჰარვარდის კენედის სახელობის სკოლის სტუდენტებს რუსული ენის შესწავლა ურჩია. უნივერსიტეტში მისი სიტყვით გამოსვლის ტექსტს გამოცემა Politico ავრცელებს.

ჯონ კერის თქმით, მას ხშირად ხშირად ეკითხებიან, თუ როგორ უნდა მოხდეს მთავრობაზე გავლენის მოპოვება.

"ცოტა ხნის წინ, ვითარება შეიცვალა. მანამდე, ვამბობდი, რომ აუცილებელია მთავრობაში თანამდებობის დაკავება და ჰარვარდის სკოლის ხარისხის მიღება. მოქმედმა ადმინისტრაციამ Rosetta Stone-შეიძინა (უცხო ენების შესწავლის შესწავლა) და რუსული ენა ისწავლეთ“, - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.

გარდა ამისა, თავის გამოსვლაში ჯონ კერიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა, რომელმაც გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, ჯეიმს კომი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"არანორმალურია, როცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სასამართოს პოზიციას გმობს. ნორმალური არ არის, როდესაც სახელმწიფო ლიდერი, რომელმაც პირველი შესწორება გადაწერა, ჟურნალისტებს ამცირებს და ემუქრება კიდეც. და არანორმალურია, როცა FBI-ის უფროსს, რომელიც პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლების რუსეთთან სავარაუდო კავშირს იძიებს, სამსახურიდან ათავისუფლებ",- განაცხადა ჯონ კერიმ სიტყვით გამოსვლისას.

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

ტრამპი კიმ ჩენ ინს: თუ შეცვლით მიდგომებს და შეხვედრას მოისურვებთ, არ მოგერიდოთ - დამირეკეთ

3 საათის წინ

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი და ფხენიანი დიდი ხნის განმავლობაში მსჯელობდა შეხვედრის შესახებ, რომელიც 12 ივნისს სინგაპურში უნდა გამართულიყო. "ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა. სამწუხაროდ, თქვენი ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054