გორში სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორში სამხატვრო სკოლის ექსტერიერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამუშაოები დღეს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მოინახულა და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრა,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. 

სამხატვრო სკოლის შენობა, რომელიც თავისი არქიტექტურით უნიკალური ნაგებობაა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი, გორში 1974 წელს გაიხსნა. მას შემდეგ მას კაპიტალური რემონტი არ ჩასტარებია, გარდა ინტერიერისა, რომელიც საფუძვლიანად მხოლოდ 2015 წელს შეკეთდა.

გასული ოთხი ათეული წლის მანძილზე შენობის ექსტერიერი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

არსებული პროექტის მიხედვით, დაგეგმილია შენობის მთლიანი ფასადის მოპირკეთება ეკლარის ახალი ქვის ფილებით, ფასადის შიდა სივრცის ჭერზე დაზიანებული ნალესის მოხსნა და ახლად შელესვა, ტერასაზე არსებული პერგოლის წყალგამძლე მასალებით დამუშავება.

სკოლის რეაბილიტაციის პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების წილობრივი მონაწილეობით 219 000 ლარით ფინანსდება.

სამუშაოები, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,ალონისი“ ასრულებს, მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება.



 

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

დღეიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

13 საათის წინ

იგი ახალ თანამდებობაზე მუშაობის დაწყებამდე აჭარის მთავრობის აპარატში მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს შეხვდა. შეხვედრას, რომელზედაც რეგიონში არსებული გამოწვევები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, აჭარის უმაღლესი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080