საქართველოში ბირთვული და რადიაციული ექსპერტიზის შესაძლებლობები გაძლიერდა

საქართველოში ბირთვული და რადიაციული ექსპერტიზის შესაძლებლობები გაძლიერდა

სსიპ - ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტომ, „ბირთვული ექსპერტიზის რეგიონული კავშირის დაარსების შესახებ“ პროექტის ფარგლებში მიღებული თხევადი სცინტილაციური მთვლელი, რომელიც ბირთვული ექსპერტიზის განსახორციელებლად გამოიყენება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს გადასცა.

აღნიშნული დანადგარის ფუნქციონირება მნიშვნელოვნად გაზრდის არალეგალური მიმოქცევიდან ამოღებული ბირთვული და რადიოაქტიური მასალების ექსპერტიზის შესაძლებლობას, კერძოდ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი უზრუნველყობს ბეტა გამოსხივების მქონე ნივთიერებების იდენტიფიცირებას და გაზომვებს. 

„ბირთვული ექსპერტიზის რეგიონული კავშირის დაარსების შესახებ“ პროექტი კი, რომლის ხელმომწერიც ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოა, მიზნად ისახავს ბირთვული მასალებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ თანამშრომლობის განვითარებას საქართველოს, აზერბაიჯანსა და მოლდავას შორის.

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

თბილისში, მე-8 სართულიდან შუახნის კაცი გადმოვარდა

11 საათის წინ

როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207