ბანგლადეშში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით 27 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბანგლადეშში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით 27 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

ბანგლადეშში ჰომოსექსუალიზმის ბრალდებით 27 ადამიანი დააკავეს,-ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა უმრავლესობა სტუდენტია. მათი ასაკი 20-დან 30 წლამდეა. გამოცემის თანახმად, ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობდნენ.

ახალგაზრდები ბანგლადეშის დედაქალაქ დაკას მახლობლად, ქალაქ კერანიგანჯეში დააკავეს. პოლიციის განცხადებით, მამაკაცებს ნარკოტიკები და პრეზერვატივები უპოვეს.

როგორც Deutsche Welle იუწყება, ჰომოსექსუალიზმი ბანგლადეშში სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა და სამუდამო პატიმრობით ისჯება. ადგილობრივმა ლგბტ აქტივისტებმა ხელისუფლებას ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების ლეგალიზაციისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა ხელისუფლება უარს აცხადებს.

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

სუიციდის მცდელობისა და ''ლურჯი ვეშაპის'' საქმეზე 22 წლის ბიჭის წინააღმდეგ მორიგი გამოძიება დაიწყო

6 საათის წინ

პირველი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიება, რომელიც ორ დაზარალებულს ეხება, მათ შორის ჩელიაბინსკის სკოლის მოსწავლეს, ცალკე წარმოებაშია და უკვე დასრულებულია, ბრალდებული საქმის მასალებს გაეცნო. როგორც სამართალდამცავ ორგანოებში...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151