Decanter-ის ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ პლატინა აიღო

Decanter-ის ისტორიაში პირველად, ქართულმა ღვინომ პლატინა აიღო

საქართველოს ისტორიაში პირველად, ლონდონის Decanter-ის დაჯილდოებაზე, ქართულმა ღვინომ პლატინის მედალი აიღო. ჯილდო "მარანულის" წარმოებულმა 2015 წლის "ოცხანურმა საფერემ" მოიპოვა, ხოლო ამავე კომპანიის მუკუზანმა და ქვევრის რქაწითელმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

"ოცხანურ საფერეს" უმაღლესი ჯილდო კატეგორიაში "საუკეთესო ქართული წითელი ღვინო" გადაეცა. ღვინოების შერჩევა ღვინის სპეციალისტების მიერ, მხოლოდ გემოს მიხედვით ხდებოდა.

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მარანული" 2012 წელს დაარსდა. იგი ღვინოს უძველესი ქართული ტრადიციების საფუძველზე აწარმოებს.

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

ბახტაძე: 2011-12 წლებში დაზარალებულ გადამხდელებს 450 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ

5 საათის წინ

"როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამართლიან წესებზე ეკონომიკაში, ამას აქვს კონკრეტული პასუხები. 2011-2012 წლებში მოხდა, მნიშვნელოვან წილად არასამართლიანად, საგადასახდო დავალიანების დაგროვება, რამაც ბევრი გადამხდელი დატოვა რეალურად ეკონომიკის მიღმა...

USD 2.4561
EUR 2.8363
GBP 3.2330
TRY 0.5151